კონფიდენციალურობის პოლიტიკა
მიზანი
ვებგვერდზე www.wondershop.ge ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები; შესაბამისად wondershop მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მომხმარებელი, რომელიც ვებგვერდ wondershop-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას wondershop-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს wondershop-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე wondershop-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს wondershop-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც ორმხრივი მავალდებულებითი დოკუმენტია.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- wondershop (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „სტარი 777“, საიდენტიფიკაციო კოდი 445527706, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილი 4.
- პერსონალური მონაცემი — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს.
- მონაცემთა დამუშავება — ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება.
- მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) — ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები.
- მომხმარებლის თანხმობა — წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
- მესამე პირი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
- პირდაპირი მარკეტინგი — ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის ან მომსახურების შეთავაზება.
თანხმობა
wondershop-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით თანხმობად. შესაბამისად მომხმარებელი wondershop-ს ანიჭებს უფლებას დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია wondershop-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
wondershop მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს, თუ:
- არსებობს მომხმარებლის თანხმობა;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა wondershop-ის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
- wondershop-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- wondershop-ის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება;
- მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
- wondershop-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებელთვის შეტყობინება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
- ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
- მომხმარებლების იმ ჯგუფების განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
- მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
- მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
- wondershop-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს უფლება აქვს wondershop-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება wondershop-ის მიერ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა მონაცემები;
- ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში wondershop ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონს შეუსაბამოდ.
მომხმარებელს უფლება აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ wondershop-ისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება.
მომხმარებლის ვალდებულება და ვებგვერდის გამოყენების პირობები
მომხმარებელი ვალდებულია wondershop-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია მომდევნო მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზეც; ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია განაახლოს მის მიერ მითითებული მონაცემები.
მომხმარებლის მიერ wondershop-ის ვებგვერდის გამოყენებით მან აცხადებს თანხმობას wondershop-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და ქუქი-ფაილების (cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.
არასრულწლოვანი პირი
wondershop-ს არ აქვს შესაძლებლობა დაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, wondershop უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ wondershop-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ შეგვატყობინოთ.
პერსონალური მონაცემების გაზიარება (საკურიერო მომსახურება)
პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორ საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორ საკურიერო კომპანიებთან გაზიარებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის მოთხოვნა
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია wondershop-ს მოსთხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა.
პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ელექტრონული ფოსტით მიმართოს wondershop-ს. ამაში არ მოიაზრება wondershop-ის მიერ სხვა სახის მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.
მონაცემების მიღების წყაროები
wondershop ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:
- როდესაც მომხმარებელი ივსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
- როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- როდესაც მომხმარებელი იყენებს wondershop-ის ვებგვერდს და ჩათს.
რა სახის მონაცემები მუშავდება
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
- მობილური ნომერი;
- ელექტრონული ფოსტა;
- მისამართი;
- სახელი და გვარი;
- ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
wondershop პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას wondershop ინახავს კანონმდებლობითა და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
უსაფრთხოება
wondershop-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პერსონალური პროფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული სახელითა და ფასვორდით. wondershop გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს; წინააღმდეგ შემთხვევაში wondershop იხსნის პასუხისმგებლობას იმ შედეგებიდან, რაც შეიძლება მოსდიოდეს ასეთ წვდომას.
wondershop მიმართავს ყველა გონივარებულ ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იძლევა გარანტიას მესამე პირთა ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ შეღწევას wondershop-ის სერვერებზე ან შესაბამის ინფრასტრუქტურაზე.
ცვლილებები და დამატებები
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის wondershop-ის მიერ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განირჩევა როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: contact@wondershop.ge.