დაბრუნების პირობები

დაბრუნება და გაცვლა

ნივთის გამოყენების, დაბრუნებისა და გაცვლის პირობები

შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები

  • ნივთის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკური მახასიათებლის გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებულ საჭიროებებთან.
  • შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის (არსებობის შემთხვევაში) და დანიშნულების შესაბამისად.

ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:

  • ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე (არსებობის შემთხვევაში);
  • საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით ან ონლაინ ჩათში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.

კატეგორიულად აკრძალულია

  • ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.

ნივთის დაბრუნებისა და შეცვლის პირობები

ზოგადი ინსტრუქცია

  • ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავს wondershop.
  • დაბრუნების პროცესის დასაწყებად საჭიროა wondershop-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: პროდუქტის კოდი, შეკვეთის გაფორმების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია.

თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი

  • გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები.
  • ნივთის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში დაუკავშირდით wondershop-ს და მიაწოდეთ ფოტომასალა, შეკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა.

თუ შეძენილ ნივთს ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი

  • დაზიანებული ნივთის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს wondershop-ს.
  • ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება wondershop-ის დადგენილი წესით.
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით; აუცილებელია ყუთისა და ყველა აქსესუარის შენახვა.

ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები).

ნივთის დაბრუნების / შეცვლის ვადები

  • ნივთის დაბრუნება / შეცვლა ხდება 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

უკან დაბრუნების / შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები

wondershop აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ:

  • მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
  • ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
  • დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.

უკან დაბრუნება / შეცვლა არ ხდება მაშინ, როცა

  • პროდუქციის შეფუთვა დაზიანებულია;
  • შეძენიდან გასულია 7 კალენდარული დღე;
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.